გთხოვთ, ვებგვერდის მეშვეობით პროდუქციის შეძენამდე ყურადღებით გაეცნოთ ვებგვერდის მოხმარების ქვემოთ მოცემულ წესებსა და პირობებს. თუ თქვენ არ ეთანხმებით აღნიშნულს, ვალდებული ხართ დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ ვებგვერდით სარგებლობა. პროდუქციის შეძენისას ყიდვის ღილაკზე დაკლიკებით, თქვენ ავტომატურ რეჟიმში ეთანხმებით წინამდებარე შეთანხმების დებულებებს.

    მხარეთა უფლებამოვალეობები

    კომპანიის ვებგვერდზე შეკვეთის/შეძენის განხორციელებისას თქვენ:

    • როგორც მომხმარებელი, იცავთ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ ვებ-გვერდით სარგებლობის პირობებს.
    • წარმოადგენთ ჩვენს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას იმისათვის, რომ ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით.
    • იღებთ პასუხისმგებლობას თქვენს მიერ მოწოდებული პირადი მონაცემების სანდოობასა და სიზუსტეზე.
    • დაიცავთ ინტელექტუალურ  უფლებებს.
    • არ განახორციელებთ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის კოპირებასა და გავრცელებას ნებისმიერი სახით და ნებისმიერი მიზნებისთვის, კომპანიასთან შეუთანხმებლად.
    • არ წარმოადგენთ თავს სხვა პირად ან/და არ გამოიყენებთ სხვა პირის პირად მონაცემებს.
    • არ განახორციელებთ ისეთ ქმედებებს, რომელიც საფრთხეს უქმნის ვებ გვერდის ან/და მომსახურების გამართულ მუშაობას.
    • არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და ამ შეთანხმებას.

    ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ:

    • დავიცავთ წინამდებარე შეთანხმებით  გათვალისწინებულ ვებ-გვერდით სარგებლობის პირობებს.
    • ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ვიზრუნებთ იმაზე, რომ თქვენი შეკვეთის და გადახდის დეტალები იყოს დაცული.
    • შეთანხმებაში არსებული ვადების დაცვით მოგაწვდით შეძენილ პროდუქციას თქვენს მიერ მითითებულ (შეთანხმებულ) მისამართზე.
    • არ განვახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და ამ ხელშეკრულებას.
    • თუ მიტანის სერვისი და/ან პროდუქცია არ არის ხელმისაწვდომი, ჩვენ ამის შესახებ გაცნობებთ SMS-ით ან სატელეფონო ზარით, ვებ გვერდზე რეგისტრაციის ან შეკვეთის განხორციელების დროს, თქვენს მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე და დაგიბრუნებთ გადახდილ თანხას.

    შეკვეთის გაუქმება

    • ჩვენ შეიძლება გავაუქმოთ შეკვეთა თუ რომელიმე პროდუქტი არ არის ხელმისაწვდომი რაიმე მიზეზის გამო. ჩვენ გაცნობებთ ამის შესახებ და დავაბრუნებთ თანხას, რომელიც თქვენ გადაიხადეთ.
    • თქვენ შეკვეთის გაუქმების უფლება არ გაქვთ.

    ინტელექტუალური საკუთრება

    • აკრძალულია ამ ვებგვერდის შემცველობის უნებართვოდ მთლიანად ან ნაწილობრივ გამოქვეყნება, კოპირება, გადაცემა ან შენახვა.
    • აკრძალვა არ ეხება კომპიუტერში შენახვას ან ამობეჭდვას მხოლოდ პირადი გამოყენებისთვის.
    • ციტირების შემთხვევაში აუცილებელია კანონმდებლობით დადგენლი საავტორო უფლებების დაცვა.
    • დაუშვებელია ვებგვერდზე არსებული სავაჭრო ნიშნების და ლოგოების რეპროდუცირება, გამოქვეყნება ან გავრცელება შესაბამისი წინასწარი ნებართვის გარეშე უფლების მფლობელის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

    საჩივრები

    • ჩვენ ძალიან სერიოზულად აღვიქვამთ საჩივრებს და მიზნად ვისახავთ ვუპასუხოთ თქვენს საჩივარს 10 სამუშაო დღეში.
    • საჩივარი გამოგზავნილ უნდა იქნას შემდეგ მისამართზე: Support@webuy.Ge

    დასკვნითი ნაწილი 

    • არ გამოიყენოთ ავტომატური სისტემა ან პროგრამა ჩვენს ვებგვერდიდან ან პროდუქციის ონლაინ შეკვეთა/შეძენის ფუნქციასთან მიმართებაში.
    • არ შეაგროვოთ პერსონალურად იდენტიფიცირებადი ინფორმაცია ამ გვერდიდან, არ გამოიყენოთ ვებგვერდის მიერ მოწოდებული საკომუნიკაციო სისტემები კომერციული შუამავლობისთვის. არ უშუამავლოთ ვებგვერდის ნებისმიერ მომხმარებელს არანაირი მიზნით. არ გამოაქვეყნოთ ან არ გაავრცელოთ რაიმე ვაუჩერი და კოდი და არ გატეხოთ ეს ვებგვერდი.
    • წინამდებარე შეთანხმება შედგენილია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
    • კომპანიასა და მომხმარებელს შორის შეთანხმების დადებისა და შესრულების ადგილად ითვლება ქ. თბილისი და შეთანხმებიდან გამომდინარე სადავო ურთიერთობები გადაწყდება ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის წარმოების შედეგად საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.