manqanis sadiagnostiko plata OBD 2

უფასო მიწოდება

mitanis servisi

მთელი საართველოს მასშტაბით უფასო

გადახდა კურიერთან

gadaxda kurierTan

მთლიანად თანხის გადახდა შეგიძლიათ ნივთის ჩაბარებისას, კურიერთან

გარანტია 1 წელი

garantia

6 თვიანი გარანტია ქარხნულ წუნზე

produqtis ganxilva

როგორ მუშაობს

OBD (On-Board Diagnostic) ნიშნავს ავტომობილის ძირითადი კომპონენტების (შასი, ძრავა და ზოგიერთი დამხმარე მოწყობილობა) დიაგნოსტიკას და კონტროლს. სწორედაც რომ სისტემების დამოუკიდებელი შემოწმების ჩასატარებლად, ყველაზე ხშირად გამოიყენება ELM327 დიაგნოსტიკური ადაპტერი – კომპაქტური მოწყობილობა, რომელიც რეალურ დროში გადასცემს მონაცემებს მანქანის მუშაობის შესახებ. ყველაფერი რაც თქვენ გჭირდებათ ELM-ის გამოსაყენებლად არის ტელეფონი Android_ზე, კომპიუტერი, რომელიც მუშაობს Windows-ზე, ან ტაბლეტი. თუ ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ გამოვიყენოთ ELM327, მაშინ ახალბედა მანქანის მფლობელსაც კი შეუძლია გაუმკლავდეს მოწყობილობის დაკავშირებას.

როგორ დავაკავშიროთ ANDROID-ზე

ELM327 ადაპტერის დასაკავშირებლად გამოიყენება სპეციალური სოკეტი, რომელიც მდებარეობს მანქანის საჭის ქვეშ (სალონში).

მნიშვნელოვანი! თუ ადაპტერს ვაკავშირებთ 2006 წლამდე მანქანებზე, მაშინ, სავარაუდოდ, დაგჭირდებათ გადამყვანის ან ადაპტერის გამოყენება.

შემდეგი კი, თქვენ გჭირდებათ:

  • ჩამოტვირთეთ პატარა Torque პროგრამა Google Play-დან. ეს აპლიკაცია საუკეთესოდ ითვლება, რადგან ის საშუალებას გაძლევთ დამატებით წაიკითხოთ ავტო სისტემების შეცდომები.
  • შეაერთეთ ELM327 შესაბამის კონექტორთან.
  • ჩართეთ მანქანის ძრავა.
  • გაააქტიურეთ Bluetooth თქვენს მობილურ მოწყობილობაზე.
  • გადადით თქვენი სმარტფონის პარამეტრებში Bluetooth უკაბელო ქსელებზე.
  • დააჭირეთ “ახალი ტექნიკის ძიებას”.
  • დაელოდეთ სანამ ხელმისაწვდომი მოწყობილობების სია გამოჩნდება ტელეფონის ეკრანზე.
  • აირჩიეთ მათგან OBD 2 და დაუკავშირდით მას. ამისათვის თქვენ უნდა მიუთითოთ სპეციალური დაწყვილების კოდი, ყველაზე ხშირად ეს არის 1234 ან 0000.
  • როდესაც ELM 327 bluetooth კავშირი დასრულებულია, შეგიძლიათ გადახვიდეთ პარამეტრებზე. ამისათვის გადადით Torque-ზე და აირჩიეთ “OBD 2 ადაპტერის პარამეტრები”.
  • შემდეგი, თქვენ უნდა აირჩიოთ Bluetooth მოწყობილობა, ანუ თავად ELM 327 სკანერი.
  • გარკვეული პერიოდის შემდეგ, კავშირი დამყარდება და შესაძლებელი იქნება მანქანის სისტემების დიაგნოსტიკის დაწყება.

როგორ დავაკავშიროთ WINDOWS -ზე

იმის გასარკვევად, თუ როგორ დააკავშიროთ ადაპტერი კომპიუტერთან, თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ პროგრამა – ScanMaster.

მნიშვნელოვანი! ქსელიდან გადმოწერილი პროგრამის გამოყენებამდე ის სწორად უნდა იყოს დაინსტალირებული. ამისათვის ჯერ იპოვეთ ფაილი სახელწოდებით “Key” ან “Keygen” და შექმენით წვდომის გასაღები. ამის შემდეგ შეგიძლიათ ინსტალაციის “.exe” ფაილი გაუშვათ.

ამის შემდეგ გჭირდებათ:

შეაერთეთ ადაპტერი მანქანის სოკეტში.

ჩართეთ მანქანის ძრავა.

გადადით თქვენი კომპიუტერის მართვის პანელზე Bluetooth მოწყობილობების განყოფილებაში.

დააწკაპუნეთ “მოწყობილობის დამატება”_ზე და მონიშნეთ ველი “მოწყობილობა მზად არის აღმოსაჩენად”_ის გვერდით და აირჩიეთ “შემდეგი”.

ის გარკვეული დროის განმავლობაში მოიძიებს ხელმისაწვდომ მოწყობილობებს, რის შემდეგაც ადაპტერი დაუკავშირდება ლეპტოპს.

კვლავ დააჭირეთ “შემდეგი”.

ფანჯარაში, რომელიც გამოჩნდება, თქვენ უნდა ჩასვათ ერთ-ერთი სტანდარტული კოდი: 0000, 1111, 1234 ან 6789.

კვლავ დააჭირეთ “შემდეგი”.

დაელოდეთ მოწყობილობის ავტომატურ ინტეგრაციას კომპიუტერთან და დააჭირეთ ღილაკს “დასრულება”.

ეს ასრულებს ადაპტერის პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაციას.

ELM327 Bluetooth OBD II ადაპტერის უპირატესობები

  • მრავალმხრივი და საიმედო.
  • დიაგნოსტიკის ჩატარების შესაძლებლობა ადგილზე.
  • მას აქვს მცირე ზომა და ადვილად თავსდება ყველა მძღოლის სანივთე უჯრის განყოფილებაში.
  • შესაძლებელია მუდმივადაც გამოიყენოთ და არ მოხსნათ მანქანის სადიაგნოსტიკო კონექტორიდან.
  • საშუალებას გაძლევთ: წაიკითხოთ შეცდომის კოდები, გაანულოთ შეცდომების კოდები, წაიკითხოთ სენსორების გადამწოდები (დაჩიკები), ძრავის მუშაობის გამოთვლილი პარამეტრები
  • სკანერი მუშაობს როგორც ჩვეულებრივი ინჟექტორული ძრავებით, ასევე საწვავის პირდაპირი მიწოდების ძრავებით
  • CAN შინის მხარდაჭერა
  • დამზადებულია მაღალი ხარისხის და ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან

რომელ მანქანებზეა თავსებადი

იმის დასადგენად, არის თუ არა აღნიშნული ადაპტერი თქვენ მანქანაზე თავსებადი საკმარისია მოძებნოთ დიაგნოსტიკური კონექტორი საჭის ქვეშ რომელსაც ტრაპეციული ფორმა და 16 კონტაქტი აქვს, შესაბამისად მისი არსებობა თითქმის 100%-ით ადასტურებს ELM327 OBD2 სკანერის დაკავშირების და მისი ყველა ფუნქციის გამოყენების შესაძლებლობას. თუ თქვენ მანქანას აქვს სხვა ტიპის კონექტორი, მაგალითად, 12 პინიანი ან 14 პინიანი, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ELM327, მაგრამ გადამყვანის საშუალებით. მთავარია ამ შემთხვევაში რომ ქონდეს მხარდაჭერა OBD2 ინტერფეისის.

როგორც წესი, ELM327 ადაპტერი უპრობლემოდ უკავშირდება და მუშაობს ნებისმიერ თავსებად მანქანაზე.

პროგრამის ინტერფეისი

თუ ვსაუბრობთ ELM 327 ინტერფეისზე OBD 2, მაშინ აქ ყველაფერი ინტუიციურად გასაგებია. კავშირის დამყარების შემდეგ, თქვენ უნდა დაელოდოთ, სანამ მანქანის გამოსახულებით მოციმციმე სურათი შეწყვეტს ციმციმს. თუ ყველაფერი სწორი იყო, მაშინ მოწყობილობა დაუყოვნებლივ დაიწყებს მუშაობას.

მოდით გავერკვიოთ თუ როგორ გამოვიყენოთ ადაპტერი, უფრო სწორად, Torque პროგრამის რომელი ფუნქციები გვაინტერესებს ყველაზე მეტად:

OBD Check Fault Code – საშუალებას გაძლევთ წაიკითხოთ და გაშიფროთ მანქანის შესაძლო შეცდომები.

Realtime Information – მრიცხველები, რომლებიც აჩვენებს ძრავის პარამეტრებს რეალურ დროში. მომხმარებელს შეუძლია დამოუკიდებლად შეარჩიოს და დაამატოს მისთვის საჭირო მრიცხველები. ამისათვის დააჭირეთ “ეკრანის დამატებას”.

Map View – აჩვენებს მოძრაობის მარშრუტს.

სანამ მანქანა მოძრაობს, მძღოლს შეუძლია დაათვალიეროს წნევის სენსორების ინდიკატორები, სიჩქარე, საწვავის მოხმარება და მრავალი სხვა.

თუ გსურთ მიიღოთ უფრო დეტალური მონაცემები მანქანის სისტემების შესახებ, რეკომენდებულია ELM სკანერთან დაკავშირება კომპიუტერის საშუალებით.

ყველაზე გავრცელებული შეცდომები მოწყობილობის დაკავშირებისას

პრობლემები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას დაკავშირებისას:

ადაპტერი არ უკავშირდება ელექტრონულ საკონტროლო ბლოკს. ეს შეიძლება მოხდეს რამდენიმე მიზეზის გამო: 1. მოწყობილობა არ არის შესაფერისი მანქანის ბრენდისთვის / მოდელისთვის, 2. ადაპტერი ან პროგრამა არასწორად არის შერჩეული. 3. ზოგჯერ მძღოლს ავიწყდება ინიციალიზაციის გავლა. 4. ნაკლებად ხშირად, კავშირი არ ხდება ბანალური მექანიკური ავარიის გამო – მწყობრიდან გამოვიდა მცველი რომელიც პასუხისმგებელია OBD II კონექტორის მუშაობაზე.

  1. ELM327 არ აჩვენებს რეალურ დროში მონაცემებს (მაგ. საწვავის მოხმარება). ფაქტია, რომ ეს ფუნქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ მანქანის მოძრაობისას.
  2. ადაპტერი არ კითხულობს ან არ აკეთებს ჩეკების ჩაქრობას. ხშირად, მოწყობილობის გასააქტიურებლად საჭიროა მომუშავე ძრავა, ამისთვის მანქანის დაქოქვა საკმარისია. 7. ზოგიერთმა იაფფასიან ELM327 მოდელმა არ იცის როგორ აღადგინოს ABS შეცდომები, ეს მოგვარებადია, ამისთვის საჭიროა მოწყობილობის მოდიფიცირება.

და ბოლოს

ELM327 არის კომპაქტური მოწყობილობა, რომელიც მნიშვნელოვნად დაგიზოგავთ ფინანსებს და დროს. მისი გამოყენება მარტივია და საშუალებას გაძლევთ გამოატანოთ მონაცემები თითქმის ნებისმიერ კომპიუტერზე ან ტელეფონზე. თუმცა, სანამ თავად დააკავშირებთ ადაპტერს, სასურველია შეისწავლოთ ვიდეო, სადაც ნათლად ჩანს ELM-ის გამოყენების პროცესი.

ELM327 Bluetooth OBD II ადაპტერის სპეციფიკაციები

  • წონა: 29 გ
  • შეფუთვის ზომა: 16 x 12 სმ
  • შიგთავსი: ELM327 bluetooth PIC18F25K80 ორპლატიანი სკანერი-ადაპტერი – 1ც; CD პროგრამული უზრუნველყოფით – 1ც.
  • შეფუთვა: ცელოფნის პარკი
  • მწარმოებელი: ჩინეთი

xSirad dasmuli SekiTxvebi

როგორ ვიყიდო?

gadaxda SegiZliaT naRdi angariSsworebiT kurierTan, nivTis Cabarebisas.

ზუსტად ისეთ პროდუქტს მივიღებ როგორიც სურათზე და აღწერაშია?

diax raTqmaunda produqti iqneba zustad iseTi rogoric SemoTavazebaSia

ადგილზე შემიძლია ვნახო ეს ნივთი?

diax raTqmaunda, dagvikavSirdiT winaswar da mobrZandiT sanzonaSi metro RrmaRelesTan.

როგორ ხდება მიწოდება?

SekveTis dafiqsirebis Semdeg Cven dagikavSirdebiT raTa davadasturoT SekveTa, ris Semdegac kurieri mogawvdiT Tqven SekveTas miTiTebul misamarTze.

მოტანით რა დამიჯდება?

transportirebis Rirebuleba ixileT SekveTis gaformebisas.

რამდენ ხანში მივიღებ ჩემ შეკვეთას?

transportirebis dro ganisazRvreba 1_dan 4_dRemde, regionebidan gamomdinare.

გარანტია როგორ აქვს?

garantia moyveba 6 Tve, problemis dafiqsirebis SemTxvevaSi nivTs Cautardeba eqspertiza da qarxnuli wunis aRmoCenis SemTxvevaSi Seicvleba axliT.

ხშირად დასმული შეკითხვები